გორის უნივერსიტეტში ციფრული ინჟინერიის STEM“ კლუბის მონაწილეთა შესარჩევი ტესტირება ჩატარდა

28 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა „ციფრული ინჟინერიის STEM“ კლუბის მონაწილეთა შესარჩევი ტესტირება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო გორისა და გორის რაიონის საჯარო და კერძო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა.
ტესტირების პროცესს მეთვალყურეობას უწევდნენ განათლების, ზუსტ და საბიუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ინფორმატიკის საბაკალავრო და ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირეული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები.
თითოეულ მონაწილეს მიღებული შედეგები დაეგზავნებათ ელექტრონულ ფოსტაზე არაუგვიანეს 2 დეკემბრის. შერჩეული მოსწავლეები კი 7 დეკემბრიდან ჩაერთვებიან საკლუბო მუშაობაში, რომელსაც უხელმძღვანელებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს STEM მიმართულების საგნობრივი ექსპერტი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული სპეციალისტი მარეხ მაზანაშვილი.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022 წლის სახელმწიფო სტიპენდიანტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის უნივერსიტეტის რექტორმა შეხვედრა გამართა 2022 წლის წარმატებულ სტუდენტებთან სპორტის მიმართულებით by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრა გორის უნივერსიტეტის სტუდენტებთან by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი