GE

გორის უნივერსიტეტში დიალექტოლოგიური ექსპედიციის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

12 ივლისს გორის უნივერსიტეტში დიალექტოლოგიური ექსპედიციის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით მიმდინარე წლის მაისის თვეში, შიდა საუნივერსიტეტო გრანტის ფარგლებში, ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო და ქართული სალიტერატურო ენის სამაგისტრო საგანმანათლებლო სტუდენტებისათვის მოეწყო დიალექტოლოგიური ექსპედიცია შიდა ქართლის 15 სოფელში. (პროექტის ხელმძღვანელი პროფ. მარიამ კობერიძე, კოორდინატორი ასოცირებული პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი). ექსპედიციის მონაწილეებმა სოფლებში მოსახლეობისაგან ჩაიწერეს თქმულებები, ტოპონიმები, მეტყველების ნიმუშები და სხვ. მოპოვებული მასალა დამუშავდა პროექტის მონაწილეთა მიერ და 2019 წლის 12 ივლისს მოეწყო პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრნენ უნივერსიტეტის რექტორი ბატონი გიორგი სოსიაშვილი, ვიცე რექტორი, ბატონი ალექსანდრე მღებრიშვილი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბატონი გიორგი ხორბალაძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ბატონი ლევან მიდოდაშვილი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ მასწავლებლები.

პროექტის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა ისაუბრეს ექსპედიციის დეტალებსა და შთაბეჭდილებებზე. მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას პროექტრის დაფინანსებისათვის და სურვილი გამოთქვეს მსგავსი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების აუცილებლობის თაობაზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური