19 მარტს გორის უნივერსიტეტში ჩატარდა შეხვედრა გორის და გორის რაიონის საჯარო სკოლის დირექტორებთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებთან.
შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა. რექტორის მოადგილემ, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა სტუმრებს გააცნო უნივერსიტეტში დაგეგმილი სიახლეები და პროგრამები.