GE

გორის უნივერსიტეტში გაიმართა პრეზენტაცია თემაზე “აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობები განათლების სფეროში”

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა პრეზენტაცია თემაზე “აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობები განათლების სფეროში”. შეხვედრას წარუძღვა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, ზურაბ ზურაბაშვილი, რომელმაც გააკეთა მოხსენება საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე განათლების სფეროში და მსმენელებს გააცნო open word-ის პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილება.

2019 წლის 13-25 ნოემბერს ზურაბ ზურაბაშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოში აშშ-ის საელჩოს და კონგრესის ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებულ open word-ის პროგრამაში. პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა შეხვედრები გამართეს ტენესის შტატის უნივერსიტეტის, პელისიპის სათემო კოლეჯის, უოლტერსის სათემო კოლეჯის და ლონკოლნის მემორიალური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები. იგეგმება აღნიშნულ უნივერსიტეტებთან მომავალი თანამშრომლობა ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის და სტუდენტთა მობილობის პროგრამების კუთხით, ასევე, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელება.

შეხვედრას ესწრებოდა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე, რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური