GE

გორის უნივერსიტეტში გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტთა მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებით გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.

კონცერტში მონაწილეობა მიიღო გორის უნივერსიტეტის კულტურული და შემოქმედებითი წრეების წარმომადგენლებმა, მათ შორის უნივერსიტეტის ხალხური სიმღერის გუნდმა, ქორეოგრაფიულმა დასმა, საესტრადო სიმღერის გუნდმა, სტუდენტურმა თეატრმა, მხიარულთა და საზრიანთა გუნდმა „კეხურა“. ასევე, აღსანიშნავია, რომ კონცერტზე მონაწილეობდნენ გუნდ “კეხურას” დებიუნტანტები (პირველკურსელები).

კონცერტს ესწრებოდნენ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური