GE

გორის უნივერსიტეტში ღონისძიება ,,დიდი ქართველი ბიოლოგი, ბაქტერიოფაგის დამაარსებელი გიორგი ელიავა“ გაიმართა

2018 წლის 22 მაისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის დაწყებითი განათლების ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის მიმართულების სტუდენტთა სამეცნიერო წრის მიერ ჩაატარებულ იქნა ღონისძიება თემაზე ,,დიდი ქართველი ბიოლოგი, ბაქტერიოფაგის დამაარსებელი გიორგი ელიავა“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი; რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი; დაწყებითი განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი, დავით ჩოჩიშვილი; ბიოლოგიის მიმართულების პროფესორი დალი გოგინაშვილი, მოწვეული სპეციალისტები: მარინა ქურიძე, ესმა წკრიალაშვილი, მარიკა უბირია, გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ბიოლოგიის მასწავლებლები ლეილა ნამორაძე, ქეთი კარელიძე, ქეთი ძამაშვილი, ნინო გუგუტიშვილი, ლია ჯილავდარი, ირმა გოდერძიშვილი და XI საჯარო სკოლის მოსწავლეები.

ღონისძიების ორგანიზატორმა და წამყვანმა, ბიოლოგიის მიმართულების ასოცირებულმა პროფესორმა, თინათინ იოსებიძემ მოკლედ ისაუბრა გიორგი ელიავაზე, როგორც მსოფლიო დონის ქართველ ბიოლოგზე. საინტერესო პრეზენტაციით (გიგორგი ელიავა- ბაქტერიოფაგის დამაარსებელი) წარდგა აუდიტორიის წინაშე XI საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი ქეთი კარელიძე. ბიოლოგიის წრის სტუდენტებმა ნატო ალავერდაშვილმა, ნინო გალაშვილმა, ნანიკო ზურაბაშვილმა, ქეთევან იმერლიშვილმა, ლუიზა მიდელაშვილმა, თამუნა რაზმაძემ, რუსუდან შატაკიშვილმა, ნინო ჭონიშვილმა, მარიამ გინტურიმა, თინიკო ბზიშვილმა, მარიამ გოგიაშვილმა, დიანა მერებაშვილმა, მონიკა გოგიაშვილი (ბიოლოგიის სპეციალობა), ლიკა გერმანიშვილმა, ნინო საბაშვილმა და ნინო ჯაბახიძემ (დაწყებითი განათლება). დამსწრე საზოგადოებას გააცნეს გიორგი ელიავას სამეცნიერო მოღვაწიობის ზოგიერთ დეტალი და ბიოგრაფიის ტრაგიკული ფურცლები.

დასასრულს სიტყვით გამოვიდნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, ფაკულტეტის დეკანი, დავით ჩოჩიშვილი, უნივერსიტეტისა და საჯარო სკოლის პედაგოგები. მათ ხაზი გაუსვეს ღონისძიების საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მნიშვნელობას. მადლობა გადაუხადეს ორგანიზატორს თინათინ იოსებიძეს და სტუდენტებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური