GE

გორის უნივერსიტეტში კრივში უნივერსიტეტის პირველობა გაიმართა

მიმდინარე წლის 20 მაისს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა უნივერსიტეტის პირველობა კრივში.

ღონისძიება გახსნა გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ბ-ნ გიორგი ხორბალაძემ და ასევე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა გორის უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერის ცენტრის უფროსი, ბ-ნი ზურაბ ზურაბაშვილი.

შეჯიბრი ჩატარდა როგორც გორის უნივერსიტეტის უმცროსი ასაკის მოკრივეთა გუნდებს, ასევე გორის და ვარიანის კრივის სკოლების მოსწავლეებს შორის.

ღონისძიება გააფორმა გორის უნივერსიტეტის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა, დავით ტატიშვილის ხელმძღვანელობით.

შეჯიბრში მონაწილეებს გადაეცათ ფასიანი საჩუქრები და მადლობის სიგელები.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი