GE

გორის უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება და „სტუდენტური დღეები 2018“-ის დახურვის ცერემონია გაიმართა.

სტუდენტებს სწავლის დასრულება მიულოცეს გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა; საქართველოს განათლებისა, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ბატონმა ალექსანდრე თევზაძემ; გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ; გორის მერმა, ბატონმა კონსტანტინე თავზარაშვილმა; დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ; გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ნანა ტერმაკოზაშვილმა; სოციალურ მეცნერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მარიკა შერაზადიშვილმა; განათლების ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დავით ჩოჩიშვილმა; ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა იოსებ ალიმბარაშვილმა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.
ღონისძიებაზე რექტორმა მადლობის სიგელები გადასცა სხვადასხვა წრეების ხელმძღვანელებს და აქტიურ სტუდენტებს.

2017-2018 სასწავლო წელს გორის უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები დაასრულა 320 სტუდენტმა.

ღონისძიება დასრულდა გორის უნივერსიტეტის ბენდის კონცერტით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური