GE

გორის უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა პოტენციურ დამსაქმებლებთან შეხვედრა გაიმართა

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციისათვის მზადების პროცესი.

2019 წლის 11 აპრილს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო და საგანმანათლებლო პროგრამათა ხელმძღვანელებმა და პროგრამებში ჩართულმა პერსონალმა სამუშაო შეხვედრა გამართეს კურსდამთავრებულთა პოტენციურ დამსაქმებლებთან.

პრეზენტაციები გააკეთეს ქართული სალიტერატურო ენის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარიამ კობერიძემ; ინგლისური ფილოლოგიისა და ისტორიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამათა ხელმძღვანელებმა, პროფესორებმა: ზურაბ ჩხიკვაძემ და დავით ჩოჩიშვილმა, რომელთაც დამსწრეებს გააცნეს პროგრამების აკრედიტაცია-ავტორიზაციისათვის მზადების პროცესის ნიუანსები, სწავლის მიზნები, შედეგები და სხვა აქტივობები. პასუხი გაეცა დასმულ შეკითხვებს, შენიშვნებსა და წინადადებებს.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ტურიზმის დეპარტამენტის, ბიბლიოთეკების, იოსებ სტალინის, უფლისციხის, ისტორიულ-ეთნოგრაფიული და ვარიანის იაკობ გოგებაშვილის მუზეუმების ხელმძღვანელები და მუშაკები, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრი და საჯარო სკოლების დირექტორები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური