GE

გორის უნივერსიტეტში მეექვსე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა

2019 წლის 23 მაისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – “საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები”.

კონფერენცია გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მარიკა შერაზადიშვილმა და ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თეა ხორგუაშვილმა.

გარდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა, კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინეს ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, ნაშრომები თეზისების სახით დაიბეჭდება კრებულში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
edu.aris.ge საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი