GE

გორის უნივერსიტეტში მობილობასა და საერთაშორისო პროექტებთან დაკავშირებით სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

მიმდინარე წლის 21 იანვარს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა, ბატონმა ზურაბ ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა უნივერსიტეტის სტუდენტებთან მობილობის პროგრამებსა და საერთაშორისო პროექტებთან დაკავშირებით.

შეხვედრის მიმდინარეობისას სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია “ერასმუს +-ის”, მევლანას მობილობის და სხვა საერთაშორისო პროგრამების შესახებ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თურქეთის უმაღლეს სასწავლებლების კურსდამთავრებულთა ასოციაციის წარმომადგენლები, რომელთაც სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმცია თურქეთის რესპუბლიკის სამთავრობო სტიპენდიების შესახებ 2021-2022 სასწავლო წლებისთვის.

შეხვედრა გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური