გორის უნივერსიტეტში მოკლევადიანი სასერტიფიკატო პროგრამის “ქრისტიანობის ისტორია” განხილვა ჩატარდა
3 სექტემბერს გორის უნივერსიტეტში ჩატარდა “ქრისტიანობის ისტორიის” მოკლევადიანი სასერტიფიკატო პროგრამის განხილვა. შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა პროგრამის მნიშვნელობაზე.
სტუმრებს ასევე შეხვდნენ და პროგრამის შესახებ ისაუბრეს გორისა და ატენის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია (გვაზავა), გორის უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული.
შეხვედრაზე განიხილეს “ქრისტიანობის ისტორიის” მოკლევადიანი სასერტიფიკატო პროგრამა და შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე. შეხვედრას ესწრებოდა პროგრამის განმახორციელებელი პერსონალი, ასევე გორისა და გორის მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორები და სკოლების წარმომადგენლები.
აღნიშნულ პროგრამაზე რეგისტრაცია შესაძლებელია 17 სექტემბრიდან, სასწავლო პროცესი დაიწყება 3 ოქტომბერს.
- ტრენინგი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში – „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეები“ by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- გორის სახელმწიფო უნვიერსიტეტში ახალგაზრდული კლუბის „YOUTHTITIA“ პრეზენტაცია გაიმართა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- გორის უნივერსიტეტში ერასმუს +-ის 2023 წლის კონკურსში დაფინანსებული პროექტების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი