GE

გორის უნივერსიტეტში მწერალისა და კრიტიკოსის, როსტომ ჩხეიძის ლექცია გაიმართა

16 მაისს გორის უნივერსიტეტში მწერალმა და კრიტიკოსმა, როსტომ ჩხეიძემ წაიკითხა ლექცია ჯემალ აჯიაშვილის შესახებ სახელწოდებით – ,,რას გაგენდობა უფალი შენი“ .

ეს იყო ძველი ებრაული პოეზიის ჯემალ აჯიაშვილის მიერ თარგმნილი ნიმუშების შესახებ მონოგრაფია, რამაც მოიცვა აუდიტორია.

ლექციაზე როსტომ ჩხეიძემ ისაუბრა იმ სიძნელეებზე, რაც თარგმნის და გამოცემის პროცესს თან ახლდა.

ჯემალ აჯიაშვილი იყო შესანიშნავი საზოგადო მოღვაწე, პოლიტიკოსი, პოეტი, მწერალი და მთარგმნელი, რომელმაც ძველებრაულ პოეზიას ქართული სული ჩაჰბერა და ასე წარმოადგინა მკითხველის წინაშე.

ლექციის დასასრულს დამსწრე საზოგადოებამ გამართა საინტერესო დისკუსია, ზოგადად მთარგმნელობითი საქმიანობისა და პოეზიის შესახებ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური