GE

გორის უნივერსიტეტში პოტენციურ დამსაქმებლებთან შეხვედრა გაიმართა

17 მაისს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში შედგა აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელების შეხვედრა პოტენციურ დამსაქმებლებთან, მათი პროგრამების განვითარების პროცესში ჩართულობის მიზნით.

დამსაქმებლების წინაშე პროგრამების ხელმძღვანელების მიერ წარდგენილ იქნა სასტუმროს მენეჯმენტის საბაკალავრო და სამაგისტრო, ეკონომიკის საბაკალავრო, ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის საბაკალავრო და სამაგისტრო, ფინანსების საბაკალავრო და სამაგისტრო, ბიოლოგიის საბაკალავრო, ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო, ტურიზმის საბაკალვრო, საბუღალტრო და საგადასახადო საქმის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები. თითოეული პროგრამის განხორციელების თავისებურებების შესახებ გაიმართა დისკუსია.

შეხვედრის დასასრულს დამსაქმებლებთან გაფორმდა მემორანდუმები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური