GE

გორის უნივერსიტეტში პრაქტიკული სამართლის უნარ-ჩვევების კურსი ტარდება

გორის უნივერსიტეტში პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ფარგლებში ხორციელდებოდა პრაქტიკული სამართლის უნარ-ჩვევების კურსი, რომელსაც უძღვება მოწვეული სპეციალისტი, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურირი, შოთა ტყეშელაშვილი.

აღნიშნული კურსის ფარგლებში, სასწავლო სემესტრის დასასრულს, 28 დეკემბერს გორის უნივერსიტეტში გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელსაც ესწრებოდნენ გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი; რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი; იურისტი, დავით კვერნაძე და კურსის ხელმძღვანელი, შოთა ტყეშელაშვილი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური