GE

გორის უნივერსიტეტში პროექტის „NATO-ს წარმატების ისტორია“ აქტიურ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები

მიმდინარე წლის 25 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროექტის “NATO-ს წარმატების ისტორია” აქტიურ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

შეხვედრის დროს სტუდენტებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, პროექტის კოორდინატორმა ნატო ბაჩიაშვილმა და პროექტის ექსპერტმა, გორის უნივერსიტეტის ლექტორმა, არინა თავაქარაშვილმა.

პროექტი განხორციელდა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის მიერ NATO-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილების და საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებ ცნობიერების ამაღლება. პროექტში მონაწილეობას იღებდნენ ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩები, NATO-ს სამეკავშირეო ოფისის, NATO-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილების, საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და ექსპერტები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური