GE

გორის უნივერსიტეტში პროფესიული მიმართულების სტუდენტთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა

10 ოქტომბერს გორის უნივერსიტეტში გაიმართა პროფესიული მიმართულების სტუდენტთა გამოსაშვები ღონისძიება. კურსდამთავრებულებს მიესალმნენ, მიულოცეს და წარმატებები უსურვეს გორის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა; ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ; სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მარიკა შერაზადიშვილმა; ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ლევან მიდოდაშვილმა, პროფესიული მიმართულების ადმინისტრატორმა, ლევან წიქარიძემ; პროფესორმა თამარ მაკასარაშვილმა.

საზეიმო ღონისძიების დასასრულს გამოსაშვები ღონისძიების ჰიმნის ფონზე გაიმართა ტრადიციული, ქუდების აყრის ცერემონიალი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური