GE

გორის უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება გაიმართა

5 ნოემბერს გორის უნივერსიტეტში გაიმართა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების: ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის V საფეხურის; პრაქტიკოსი ექთნის V საფეხურის; მცირე ბიზნენსის მწარმოებლის V საფეხურის; მცირე ბიზნენსის მწარმოებლის IV საფეხურის; ბიბლიოთეკარის IV საფეხურის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება.

კურსდამთავრებულებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს: გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი; რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი; ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე; ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი ლევან მიდოდაშვილი; სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული; სოციალურ მეცნიერებათა ბიზნენსისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარიკა შერაზადიშვილი; პროფესიული პროგრამების ადმინისტრატორი ლევან წიქარიძე; პრაქტიკოსი ექთანის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მასწავლებელი მარინა ლაცაბიძე; გორმედის სამედიცინო ქსელის კლინიკური დირექტორი დავით კაზაიშვილი (დამსაქმებელი); გორის N 9 ბაგა-ბაღის დირექტორი მარინა კაპანაძე; ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული ირმა მერებაშვილი.

საზეიმო ღონისძიება დასრულდა ტრადიციული გონგითა და ქუდების აყრით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური