GE

გორის უნივერსიტეტში პროკურატურისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

20 აპრილს გორის უნივერსიტეტს პროკურატურისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ეწვივნენ, რომლებმაც სტუდენტებთან საგზაო მოძრაობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

საქართველოს პროკურატურამ პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში კამპანია – „არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესები“ დაიწყო. კამპანიის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რაიონის პროკურატურის წარმომადგენლებმა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ავტოსაგზაო დარღვევებსა და სატრანსპორტო დანაშაულების პრევენციის მიზნით სხვადასხვა სახის ღონისძიება გამართეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური