GE

გორის უნივერსიტეტში ქართული ენის კათედრისა და ტირძნის საჯაროს სკოლის ერთობლივი ღონისძიება გაიმართა

12 დეკემბერს, გორის უნივერსიტეტში, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრისა და ტირძნის საჯაროს სკოლის ერთობლივი ღონისძიება გაიმართა, რომელიც მიეძღვნა გოდერძი ჩოხელის შემოქმედებას.

ლიტერატურული საღამო გახსნა, გორის უნივერსიტეტის პროფესორმა და ღონისძიების იდეის ავტორმა თამილა გოგოლაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისთვის და დამსწრეებს გააცნო ტირძნისის საჯარო სკოლის ლიტერატურული კლუბი.

გოდერძი ჩოხელის შემოქმედებაზე ისაუბრეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა; ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ; ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელმა, პროფსორმა ვიანორ ახალაიამ.

ღონისძიების დასასრულს, სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს გოდერძი ჩოხელის შემოქმედების მიხედვით შექმნილი ლიტერატურული კომპოზიცია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური