GE

გორის უნივერსიტეტში ,,ქართული ენისა და კულტურის საზაფხულო სკოლა“ ტარდება

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 2019 წლის 08 ივლისიდან – 12 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობს ,,ქართული ენისა და კულტურის საზაფხულო სკოლა“, რომლის ფარგლებში, 10 ივლისს ლექციები წაიკითხეს: პროფესორმა იოსებ ალიმბარაშვილმა ,,გორის საოსტატო სემინარიაში ქართული ენის დაცვის საკითხებზე არსებული ,,ერთი პოლემიკის შესახებ”; პროფესორმა მარიამ კობერიძემ ,,თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენისა და დაცვის პრინციპები” და პროფესორმა ქეთევან ბარბაქაძემ ,,ქართული ხალხური ბალადა”.

ლექციას ესწრებოდნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი და ქართული ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური