GE

გორის უნივერსიტეტში საჯარო სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

2018 წლის 13 მარტს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ქალაქ გორის საჯარო სკოლების დირექტორებსა და დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებთან ზოგადსაგანმანათლებლო დაწყებითი საფეხურის საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება/განხილვის მიზნით.

პროგრამის ხელმძღვანელმა ასოც. პროფესორმა ნ. მირაზანაშვილმა გააცნო საგანმანათლებლო პროგრამის ძირითადი ასპექტები. დამსწრეებმა გამოთქვეს რეკომენდაციები, რომლებიც გათვალისწინებული იქნება პროგრამის საბოლოო ვარიანტის მიღებამდე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური