GE

გორის უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აქტუალური საკითხები“ ჩატარდა

ბავშვის უფლებათა კონვენციის მიღების 30 წლისთავთან დაკავშირებული კამპანიის ფარგლებში, მიმდინარე წლის 7 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია – ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აქტუალური საკითხები“.

ღონისძიება გახსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარიკა შერაზადიშვილი, პროფ. ნუნუ კვანტალიანი, დავით ბოსტოღანაშვილი და იოსებ გაბარაევი. კონფერენციას გაუძღვა ივანე ბალახაშვილი.

კონფერენცია ჩატარდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკის და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებით, ასევე ა(ა)იპ ,,საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ მხარდაჭერით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური