GE

გორის უნივერსიტეტში საოლქო და რაიონული პროკურატურის პროკურორებმა შეხვედრა გამართეს

16 მარტს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი, ნანა გუგუტიშვილი და გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი, ნათია კიკალია გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრნენ და სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს.

პროკურატურის წარმომადგენლებმა საგზაო მოძრაობის სფეროში არსებულ კანონმდებლობასა და სატრანსპორტო დანაშაულებებზე ისაუბრეს. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა, სტუდენტებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე დამატებითი ინფორმაცია მიიღეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური