GE

გორის უნივერსიტეტში სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა

11 იანვარს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სამართლის აქტუალური საკითხები“.

კონფერენცია გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა მონაწილეებს აქტიურობისთვის და წარმატებები უსურვა.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ სოციალურ მეცნიერებათა, სამართალმცოდნეობისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, მარიკა შერაზადიშვილი და პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელი, ივანე ბალახაშვილი.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს გორის სახელმწიფო სასაწავლო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

წარმოდგენილი იყო 27 მომხსენებლის 15 ნაშრომი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური