GE

გორის უნივერსიტეტში ,,სტუდენტური დღეები – 2019“ გაიხსნა

21 მაისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტური დღეები გაიხსნა. ღონისძიება გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილის მისასალმებელი სიტყვით დაიწყო.

სტუდენტური დღეების გახსნა სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას, მიულოცა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა. ბ-ნმა გიორგიმ, სტუდენტებს ყველა საგანმანათლებლო თუ შემოქმედებითი იდეების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა და აქტიურობისკენ მოუწოდა.

კონცერტის დაწყებამდე ისაუბრეს გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა ნათია მეგრელიშვილმა.

კონცერტში მონაწილეობა მიიღეს გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და გორის მერიის ინსტრუმენტალურმა ბენდმა ,,FRAGMENT“ მა, რომლის წევრები გორის უნივერსიტეტის სტუდენტებიც არიან.

ბენდის სადებიუტო წარდგენა, სწორედ გორის უნივერსიტეტის სტუდენტური დღეების ფარგლებში შედგა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური