GE

გორის უნივერსიტეტში უცხოენოვანი სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი დაიწყო

22 იანვარს გორის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი დაიწყო უცხოენოვანი სტუდენტებისთვის, რომლებსაც შეხვდა და წარმატებები უსურვა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა.

უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, ორი სტუდენტი, რაჯენდერ სინგჰი და სუბაში ჩაირიცხნენ საინფორმაციო ტექნოლოგიების ინგლისურენოვან აკრედიტებულ საბაკალვრო საგანმანათლებლო პროგრამაზე. კიდევ ხუთი სტუდენტი სასწავლო პროცესს შეურთდება უახლოეს დღეებში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური