GE

გორის უნივერსიტეტში უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

17 აპრილს გორის უნივერსიტეტში საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მედიას შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი ანტონიო ენრიკო ბარტოლი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური