GE

საეჭვო გარემოებების გამო გორის 16 საბავშვო ბაღში წყლის შემოწმებას ჩაატარებენ

სურსათის ეროვნულ სააგენტოს წარმომადგენლების მიერ გამოვლენილი საეჭვო გარემომებების გამო, გორის მუნიციპალიტეტის 16 საბავშვო ბაღში, წყლის ლაბორატორიული კვლევა ჩატარდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა მიიღო.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 16 სკოლამდელ აღზრდის დაწესებულებაში წყლის განმეორებითი შემოწმებები მოითხოვა, რადგან მათ წყლის  სუნი, გემო, ფერიანობა არ მოეწონათ, ხოლო ჭიქაში სიმღვრიე შეამჩნიეს.

რეკომენდაციის თანახმად, საჭიროა წყალი  შემოწმდეს შემდეგ ნივთირებებზე: PH, ამიაკი, ნიტრატი, ნიტრიტი, ქლორიდები, პერმანგანატული ჟანგვადობა, ნარჩენი ქლორი, ზემოფილური აერობები და ფულტატური ანაერობები, საერთო კოლიფორმული ბაქტერიები, E. coli (ნაწლავის ჩხირი).

შემოწმება შემდეგი დასახლებების ბაღებში ჩატარდება: რეხა, შერთული, ქიწნისის მეურნეობა, ახალდაბა, უფლისციხე, ქვახვრელი, ატენი, ზერტი, ქიწნისი, ქვეში, ბერშუეთი, ზეღდულეთი, ქვ.ხვითი, ახრისი, სვენეთი ხიდისთავი.

წყარო: qartli.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური