GE

გრანტირებულ მაგისტრანტთა სია გამოქვეყნდა – გამოცდები 2018

2018 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის გრანტირებულ მაგისტრანტთა სია უკვე ცნობილია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა 2018 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის რანჟირება აბსოლუტური ქულით თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისა ან/და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მიხედვით.

იხილეთ 2018 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის გრანტირებულ მაგისტრანტთა სიას

შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის თვის შუა რიცხვებში გამოქვეყნდა 2018 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის სტატისტიკური ანალიზი, რომლის მიხედვითაც, 2018 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობა მიიღო 10 864 მაგისტრანტობის კანდიდატმა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კი ვერ გადალახა 31%-მა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური