GE

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ბრიტანელი სპეციალისტები ესტუმრნენ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინალისტიკის ლაბორატორია თავისი აღჭურვილობით საუკეთესოა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში. ამიტომ ლაბორატორიას ხშირად სტუმრობენ ამ დარგის დამოუკიდებელი ექსპერტ-კრიმინალისტები სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებული ფაქტების დასადგენად.

რამდენიმე კვირის წინ საქართველოს ეწვივნენ ჯეისონ პეინი-კრიმინალისტიკისა და მედიცინის სპეციალისტი – ქირურგი და სიუ კერნი – კრიმინალისტიკის კონსულტანტი დიდი ბრიტანეთიდან.

უცხოელი სპეციალისტები უკვე ერთი კვირაა მუშაობენ უნივერსიტეტში და ატარებენ სხვადასხვა კვლევას კრიმინალისტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელთან, პროფესორ გია დეკანოზიშვილთან ერთად.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური