GE

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ისრაელის ოფიციალური დელეგაცია ეწვია

17 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ისრაელის ოფიციალური დელეგაცია ეწვია საპარლამენტო პარტია „ავოდას“ თავმჯდომარის ამირ ფერეცის ხელძღვანელობით.

ახალი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტში ჰოლოკოსტის ისტორია ისწავლება, რომელსაც ისტორიის დოქტორი ნონა ჭანტურია ხელმძღვანელობს, სწორედ ამ სასწავლო კურსის ფარგლებში სტუმრებმა სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხეს.

დელეგაციის ხელმძღვანელმა და ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ამირ ფერეცმა სტუდენტებთან ისაუბრა ისრაელის სახელმწიფოს შექმნაზე, ჰოლოკოსტის ისტორიაზე, მისი მოღვაწეობის პერიოდში განხორციელებულ რეფორმებსა და ისრაელ-პალესტინის ურთიერთობებზე.

ლექციის დასასრულს სტუმრებმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს.

ისრაელის დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო გარემო და ცნობილი კრიმინალისტიკის ლაბორატორია, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა თავისი აღჭურვილობით.

ისრაელის დელეგაცია ებრაული სახლისა და მისი ხელმძღვანელის იციკ მოშეს მოწვევით სტუმრობს საქართველოს და ებრაული კულტურის ევროპული დღეების ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი