GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულში მონაწილეობას იღებს

4 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიგამუსში სტარტი აიღო ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულმა.

კვირეულის გახსნასთან დაკავშირებით გაიმართა საპანელო დისკუსია თემაზე: „საქართველოს კონსტიტუციის ადამიანის უფლებათა თავის ცვლილებების მიმოხილვა“. საპანელო დისკუსიაში მომხსენებლად მონაწილეობდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი ქალბატონი ანა ფირცხალაშვილი. საპანელო დისკუსიამ, საკითხის აქტუალობის გათვალისწინებით, დამსწრე პირთა დიდი დაინტერესება გამოიწვია.

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული გაგრძელდება 4-11 დეკემბერს. კვირეულში მონაწილეობენ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლები, მათ შორის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური