GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ახალ საერთაშორისო ურთიერთობს იწყებს

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირქტორის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორის, მალხაზ ბაძაღუას ინიციატივით 2017 წელს, საქართველოში დაარსდა კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია. ამერიკის კრიმინოლოგთა საზოგადოებამ, რომელთანაც უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტს დიდი ხნის პარტნიორული ურთიერთობა აქვს, თავის საინფორმაციო ჟურნალში დაბეჭდა ინფორმაცია ამ აკადემიის შესახებ და პროფესორ მალხაზ ბაძაღუას საკონტაქტო მონაცემები თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების მიზნით.

უნივერსიტეტი მოხარულია ამერიკელი კოლეგების ინიციატივის გამო და მათი განცხადებით ყოველმხრივ შეუწყობს ხელს ამ თანამშრომლობის განვითარებას.

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური