GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ყველა მე-11 და მე-12 კლასელს „ალმა მატერის საშობაო სკოლაში“ იწვევს

8-13 იანვარს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ყველა მე-11 და მე-12 კლასელს იწვევს „ალმა მატერის საშობაო სკოლაში“.

უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული ექსპერტები გთავაზობენ საინტერესო, შემეცნებით, სახალისო მასტერკლასებს სხვადასხვა უნარისა და კომპეტენციის გასავითარებლად:

  • შემეცნებით – გასართობ ღონისძიებებს;
  • მრგვალი მაგიდის თამაშებსა და აქტივობებს;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობას, „დაემგზავრე ტექნოლოგიებს“ და ა. შ.

„საშობაო სკოლაში“ მოხვედრის მსურველებმა უნდა გაიაროთ ელექტრონული რეგისტრაცია.

„საშობაო სკოლის“ ყველა მოსწავლეს გადაეცემა სერტიფიკატი!

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი მასტერკლასები და აქტივობები:

  • ლოგიკური აზროვნება და ზოგადი უნარ-ჩვევების განვითარება;
  • თანამედროვე ტექნოლოგიები სწავლა-სწავლების პროცესში;
  • #დაემგზავრეტექნოლოგიებს (ტექნობასი- ტექნოპარკი);
  • ადამიანის უფლებები ( ბავშვთა კოდექსი, ახალი კონსტიტუცია);
  • ეტიკეტი საზოგადოებრივ ურთიერთობებში, მოლაპარაკების ხელოვნება, საქმიანი შეხვედრის მომზადება, იმიტირებული საქმიანი შეხვედრა;
  • საკუთარი შესაძლებლობების, პიროვნული თვისებებისა და ინტერესების იდენტიფიცირება, პრეზენტირების ხელოვნება (პროფესიული ორიენტაცია, პიროვნული მახასიათებლები, მოტივაციური ფაქტორები);
  • პროექტებით სწავლება, კვლევების წარმოება;
  • შემეცნებითი გასართობი ღონისძიებები, მრგვალი მაგიდის თამაშები და აქტივობები;

თქვენთან იმუშავებენ პროფესორ-მასწავლებლები და ექსპერტები:

  • ანა ფირცხალაშვილი – ვურცბურგის უნივერსიტეტის პროფესორი;
  • გიორგი მირიანაშვილი – გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი
  • ნატო გოგატიშვილი – მეცნიერების განათლებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების აკადემიის დირექტორი;
  • მაკა კუკავა – ადამიანური რესურსების მართვისა და ზრდასრულთა განათლების ექსპერტი, USAID-ის პროექტის “მმართველობა განვითარებისათვის“ ხელმძღვანელი;
  • თეა ცომაია – განათლების ექსპერტი;
  • დავით ველიაშვილი – ორგანიზაცია „ლინგვინგის“ დამფუძნებელი;
  • გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები;

რეგისტრაციის ვადა – 26 დეკემბერი – 5 იანვარი (2019წ);
საშობაო სკოლის საზეიმო გახსნა – 8 იანვარი, 12:00 სთ;

მასტერკლასები – 8 იანვარი – 12 იანვრის ჩათვლით, 13:00-16:00 სთ;
მონაწილეთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია – 13 იანვარი, 14:00 სთ.

მისამართი: თბილისი, ირინე ენუქიძის 3 (დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ).

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური