GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის პედაგოგები ლაზარკისა და იან კოხონოვსკის უნივერსიტეტებს სტუმრობდნენ

Erasmus +-ის ფარგლებში, “ალმა მატერის” ბიზნესის სკოლის პედაგოგები – ეკატერინე კევლიშვილი და გივი გუჯარაიძე, ლაზარკისა და იან კოხონოვსკის უნივერსიტეტებს სტუმრობდნენ.

ეკატერინე კევლიშვილმა პოლონეთში, ლაზარსკის უნივერსიტეტში, წაიკითხა ლექციების კურსი: რეკლამის განვითარება საქართველოში. მან პოლონელ სტუდენტებთან ისაუბრა რეკლამირების შესავლისა და ბიზნესისათვის საჭირო კრეატიული რეკლამის შესახებ, ამასთან, სტუდენტებს გააცნო საქართველოს სარეკლამო ბაზარი: წარსული გამოცდილება და სამომავლო გამოწვევები.

გივი გუჯარაიძე იან კოხონოვსკის უნივერსიტეტში იმყოფებოდა. მისი სალექციო კურსი ფინანსური ბაზრების სტრუქტურასა და კომპონენტების განსაზღვრას, ფინანსური ბაზრების ინსტრუმენტებისა და ფინანსური შუამავლების სახეების განხილვას დაეთმო. სტუდენტებთან მან ისაუბრა, აგრეთვე, ფულის ფუნქციის, გადახდის სისტემის გაფართოების, საბანკო მომსახურების, ფინანსური ინსტიტუტების მენეჯმენტის, ფინანსური კრიზისისა და საპროცენტო განაკვეთების მნიშვნელობის შესახებ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური