GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის მოადგილე იან კოხონოვსკის უნივერსიტეტს ეწვია

პროგრამა Erasmus+ -ის ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის მოადგილე ქეთევან მაისურაძე ერთი კვირით იმყოფებოდა პოლონეთში, იან კოხონოვსკის უნივერსიტეტში.

მივლინების პერიოდში ის გაეცნო უნივერსიტეტის მუშაობის სტრატეგიას, შეხვდა საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებს, შეისწავლა როგორ ამზადებენ სტუდენტებს უცხო ქვეყანაში სწავლისა და ცხოვრებისათვის, გაეცნო ნიშნების აღიარების სპეციალურ მეთოდებსა და ტექნოლოგიებს, საერთაშორისო ხელშეკრულებების მნიშვნელობასა და უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკას.

როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ გრიგოლ რობაქიძისა და პოლონეთის იან კოხონოვსკის უნივერსიტეტებს შორის წლებია საერთაშორისო თანამშრომლობის კარგი ტრადიცია ჩამოყალიბდა, რომელიც ხელს უწყობს ევროპული საგანამანათლებლო ღირებულებების გაცნობას, გამოცდილების ურთიერთგაზიარებას, სწავლა-სწავლების ხარისხის განვითარებასა და საერთაშორისო უმაღლეს საგანამანათლებლო სივრცეში ნდობისა და ცნობადობის ამაღლებას. თანამშრომლობა იან კოხონოვსკის უნივერსიტეტთან გრძელდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური