გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მონაწილეობით ჩატარდება გაეროს გენერალური ასამბლეისა და საერთაშორისო სასამართლოს მოდელირება ინგლისურ ენაზე
2020 წლის 16 იანვარს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი და ეკონომიკისა და სამართლის საერთაშორისო საბჭო ერთობლივად ატარებენ გაეროს გენერალური ასამბლეისა (UN) და საერთაშორისო სასამართლოს (ISJ) მოდელირებას ინგლისურ ენაზე და განიხილავენ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებულ პრობლემებს.
მოდელირება მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესანიშნავი შესაძლებლობაა და ამიტომ სალექციო კურსის – „საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალი“, ხელმძღვანელს, სამართლის სკოლის ასისტენტს ეკონომიკისა და სამართლის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარეს ირაკლი თედორაძეს მისი გამართვა ფინალური გამოცდის ფარგლებში აქვს დაგეგმილი. ღონისძიების ძირითადი მონაწილეები აღნიშნული სალექციო კურსის სტუდენტები იქნებიან.
ასევე, შესაძლებელია, ამ ღონისძიებაში ჩაერთონ სხვადასხვა მიმართულების, მათ შორის, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები, როგორც ჩვენი, ისე პარტნიორი უნივერსიტეტებიდან.
იგეგმება ღონისძიებაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საპატიო სტუმრის სტატუსით გაეროს წარმომადგენლების მონაწილეობაც.
მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი.
სავალდებულო მოთხოვნები:
ინგლისური ენის ცოდნა ( B2 დონე);
მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2020 წლის 8 იანვრამდე.
საკონტაქტო პირი: ირაკლი თედორაძე, მობ. 592 777 727
ელფოსტა: tedoradze.irakli@gmail.com
- „ქოუჩინგი – როგორც კარიერული წინსვლის ინტრუმენტი“ – საჯარო ლექცია GRUNI-ში by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
- მედიაციის საუნივერსიტეტო კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება GRUNI-ში და რექტორის უპრეცედენტო გადაწყვეტილება უფროსკლასელებისთვის by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
- გრუნიში ანტიპლაგიატის კვირეული მიმდინარეობს by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი