GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სასწავლო ვიზიტი გერმანიაში წარმატებით განხორციელდა

ევროპის მოწინავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოცდილების გაზიარება, განათლების საერთაშორისო სტანდარტების გაცნობა, შეხვედრები ცნობილ მეცნიერებთან და პოლიტიკოსებთან, მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება, გამოცდილი სპეციალისტების პრაქტიკული რჩევები ემსახურება მაღალი დემოკრატიული ღირებულებების მქონე პროფესიონალი, ანალიტიკური და კრეატიული უნარებით აღჭურვილი ახალგაზრდების აღზრდას.

ამ მიზნით განხორციელებული სასწავლო-პრაქტიკული ტურები ევროპაში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სწავლა-სწავლების მნიშვნელოვანი კომპონენტია. წელს უნივერსიტეტმა უკვე ოთხი ასეთი საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა ევროპაში.

მიმდინარე წლის 3-14 აპრილს, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის ორგანიზებითა და გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) დაფინანსებით, განხორციელებული სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი გერმანიაში წარმატებით დასრულდა.

პროექტის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ ევროკავშირის მმართველობით სისტემასა და საგარეო პოლიტიკას, მონაწილეობდნენ პარტნიორი უნივერსიტეტების – ვურცბურგისა და პოტსდამის, მიერ შემოთავაზებულ სასწავლო ღონისძიებებში, ეწვივნენ გერმანიის მმართველობით ორგანოებს, შეხვდნენ საჯარო მოხელეებსა და პოლიტიკური თანამდებობის პირებს და სხვა.

სასწავლო – შემეცნებით ვიზიტს ხელმძღვანელობდა საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, პროფესორი ანა ფირცხალაშვილი.

სტუდენტებმა სხვა ღირსშესანიშნაოებებთან ერთად, მოინახულეს მიუნხენის რატჰაუსი. მიიღეს დეტალური ინფორმაცია მისი პოლიტიკური და კულტურული ისტორიის შესახებ. ასევე გაეცნენ მისი მუშაობის პრინციპს, საკრებულოსა და მერის არჩევის წესს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური