GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტები თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატს ეწვივნენ

24 ივნისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტები ეწვივნენ თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატს. სტუმრებმა თან მიიტანეს საჩუქრები, გაესაუბრნენ პანსიონატის მკვიდრთ და მოისმინეს მათ მიერ მოთხრობილი საინტერესო ისტორიები.

უნივერსიტეტის ცნობით, აღნიშნული სოციალური აქტივობა არის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის საბალაკავრო პროგრამის შემადგენელი სავალდებულო კომპონენტი.

როგორც ალმა მატერში აღნიშნავენ, მისი მიზანია სტუდენტს, როგორც მომავალ საჯარო მმართველს, ჩამოუყალიბოს აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია, ადამიანთა მიმართ თანაგრძნობის, სოციალური და პროფესიული პასუხისმგებლობის გრძნობა. ამ მიზნის მისაღწევად ყველა სტუდენტი ვალდებულია, პროგრამული ციკლის ფარგლებში განახორციელოს ისეთი აქტივობა, რომელიც ხელს შეუწყობს მის ირგვლივ მყოფ ადამიანთა ცხოვრების წესის გაცნობას, ყველაზე მოწყვლადი და დაბალი სოციალური ფენის პრობლემების შესწავლასა და მონაწილეობას მათ მოგვარებაში.

მიღებული გამოცდილება მომავალ საჯარო მოხელეს ან პოლიტიკური თანამდებობის პირს დაეხმარება მიიღოს ადამიანის უფლებების დაცვაზე, სოციალური სამართლიანობაზე, თანასწორობასა და მოქალაქეთა ინტერესებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური