GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტები ზუგდიდში მოსწავლეებს შეხვდნენ

30 სექტემბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების სტუდენტები მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019-ის ფარგლებში ზუგდიდს ეწვივნენ და მოსწავლეებთან მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ საუბარი-ლექცია გამართეს.

აღნიშნული პროგრამის მონაწილე სტუდენტები: როენა ბახია, ვერიკო ჩეკურიშვილი, მანანა გელაშვილი, ნატა კურტანიძე, გიორგი კარსანიძე, მაგდა ლომაია, ალექსი ცხოვრებაძე უნივერსიტეტის სტუდენტური ლექტორიუმის წევრები არიან და მათ მიერ მომზადებული პროექტი „ საუბრები ფსიქოლოგიაზე“ თბილისის მოსწავლეების მონაწილეობით მიმდინარე წლის მაისში განხორციელდა.

სტუდენტმა-ლექტორებმა ზუგდიდის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან ერთად განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ბულინგი სკოლებში, მისი განმაპირობებელი ფაქტორები, დაახასიათეს მოძალადე მოსწავლის ფსიქოლოგიური პორტრეტი, ისაუბრეს ასეთ მოსწავლეებთან მუშაობის შესახებ, შეხვედრის მონაწილე ბავშვებთან ერთად წარმოადგინეს ჭორის წარმოშობის პირობები, რომლებიც შესაძლებელია მოზარდებში ძალადობის მიზეზიც გახდეს და სხვა.

შეხვედრაზე განიხილეს, აგრეთვე, აუტიზმისა და დაუნის სინდრომით დაავადებულ ბავშვთა საზოგადოებაში ადაპტირების საკითხი, განმარტეს ამ დაავადებათა გამომწვევი მიზეზები, დამახასიათებელი ნიშნები და ასეთ ბავშვებთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი ნიუანსები.

ლექცია-საუბრები ინტერაქტიურ ფორმატში მიმდინარეობდა და სტუდენტების მიერ შეთავაზებულ სიმულაციებში მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.

შეხვედრის დასასრულს სტუდენტებმა ზუგდიდის მოსწავლეებისა და მათი პედაგოგების შეკითხვებსაც უპასუხეს.

მოსწავლეებს უნივერსიტეტი გააცნეს და მისი საგანმანათლებლო პროგრამებისა და აკადემიური პერსონალის შესახებ ესაუბრნენ ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტები: ნიკა კოდიაშვილი და ლუკა მჭედლიშვილი.

შეხვედრაში ფსიქოლოგიის მიმართულების პირველკურსელი სტუდენტებიც მონაწილეობდნენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი