GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ევროპაში სასწავლო-პრაქტიკული ტური მოეწყო

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის ქართულ-გერმანული სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, სასწავლო-პრაქტიკული კურსის ფარგლებში, უნივერსიტეტის დაფინანსებით, 2018 წლის 10-16 თებერვალს იმყოფებოდნენ ევროპაში (საფრანგეთი, გერმანია, შევეიცარია).

სტუდენტები გაეცნენ ევროსაბჭოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ევროპის პარლამენტის საქმიანობას, მუშაობის რეგლამენტს, შეხვდნენ აღნიშნული სტრუქტურების ოფიციალურ წარმომადგენლებს, დაათვალიერეს ღირსშესანიშნაობები.

სასწავლო-პრაქტიკულ ტურს ხელმძღვანელობდა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი ლამარა ქადაგიძე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური