GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორებმა საქველმოქმედო აქცია გამართეს

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის პროფესორებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა საქველმოქმედო აქცია ბათუმის “მაკდონალდსში“ გამართეს. აქციის მონაწილეებმა რამდენიმე საათის განმავლობაში მომსახურე პერსონალის პროფესია შეითავსეს და სტუმრებს გაუმასპინძლდნენ. შემოსული თანხის 20% უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერის ფონდში გადაირიცხა და საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება.

აქცია მუსიკალურად გააფორმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტმა თამუნა ზეინკლიშვილმა.

უნივერსიტეტი მადლობას უხდის ყველა პროფესორსა და სტუდენტს, ვინც მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ აქციაში.

აქციას ორგანიზება გაუწია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის ასოცირებულმა პროფესორმა ქეთევან კუხიანიძემ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური