GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებს ევექსის სტიპენდიები გადაეცათ

სააქციო საზოგადოებამ „ევექსის კლინიკები“ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ევექსის სტიპენდია დააწესა.

2018-2019 სასწავლო წელს „ევექსმა“ უნივერსიტეტს პარტნიორობის ფარგლებში 4 პროდუქტი შესთავაზა, მათ შორის, „ევექსის“ სტიპენდიის პროგრამა და სტუნდენტური პროექტების მხარდაჭერა.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, წლის განმავლობაში კომპანიამ დააფინანსა ახალგაზრდების 2 პროექტი: “საუბრები ფსიქოლოგიაზე“ და „გენდერული თანასწორობა და 21-ე საუკუნის გამოწვევები“ და წარჩინებული, აქტიური და კრეატიული სტუდენტისათვის დააწესა 6-თვიანი სტიპენდია.

უნივერსიტეტთან შეთანხმებით სტიპენდიანტი სტუდენტები შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩა:

მაღალი აკადემიური მოსწრება ( GPA);
საზოგადოებრივი აქტიურობა;
კრეატიულობა;
სოციალური მდგომარეობა.

ევექსის სტიპენდიანტები გახდნენ:

  • მირანდა ჩარკვიანი – საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის III კურსის წარჩინებული სტუდენტი (GPA-3,4), გამოირჩევა მაღალი აქტიურობით;
  • ნია ქავთარაძე – სამართლის სკოლის II კურსის წარჩინებული სტუდენტი (GPA-3,6), სხვადასხვა პროექტის მონაწილე და სპიკერი, ახალგაზრდა დედა;
  • სალომე ბერუაშვილი/როენა ბახია – ფსიქოლოგიის მიმართულების III კურსის წარჩინებული სტუდენტები (GPA-3,5), სტუდენტური ლექტორიუმის წევრები, პროექტის – „საუბრები ფსიქოლოგიაზე“, ორგანიზატორები;
  • ნანა ბიჭაშვილი – საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის წარჩინებული სტუდენტი (GPA-3,3), გამოირჩევა მაღალი აქტიურობით.

ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის უნივერსიტეტი მადლობას უხდის სს „ევექსის კლინიკებს“; სტუდენტებს კი ულოცავს სტიპენდიის მინიჭებას და შემდგომ წარმატებას უსურვებს მათ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური