GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტი ბერლინში “კურტ ლიოვენშტეინის” ზამთრის სკოლის პროექტში მიიღებს მონაწილეობას

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტი ანა მანველიშვილი ბერლინში “კურტ ლიოვენშტეინის” ზამთრის სკოლის პროექტში მიიღებს მონაწილეობას.

ანამ აგვისტოში გაიმარჯვა “სოციალურ-პოლიტიკური აკადემიის” ესეების კონკურსში და “კურტ ლიოვენშტეინის” ზაფხულის სკოლის მუშაობაში მონაწილეობდა, ამჯერად კი ის, ზამთრის სკოლის შესარჩევი კონკურსის გამარჯვებულია, სადაც წარსდგება როგორც ორგანიზაცია “ახალგაზრდა სოციალისტების” წევრი.

უნივერსიტეტი ულოცავს ანას “ახალგაზრდა სოციალისტებში” გაწევრიანებას და წარმატებას უსურვებს ბერლინის ზამთრის სკოლის მუშაობაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური