GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტი ფრანგული ინსტიტუტის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ინფორმაციით, მათი სტუდენტი მარიამ ფარცვანია გადაცემა ,,საფრანგეთის სურნელისა’’ და ფრანგული ინსტიტუტის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია.

11 იანვარს ფრანგული ინსტიტუტის გენერალურმა მდივანმა სესილ ფაგეგალტიერმა მარიამ ფარცვანიას გადასცა Frank Promost-ის მომსახურების ვაუჩერი, გადაცემა ,,საფრანგეთის სურნელის’’ გვერდის გაზიარებასა და მოწონებაში გამოჩენილი განსაკუთრებული აქტიურობისათვის.

უნივერსიტეტმა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაუხადა საკუთარ პარტნიორს ,,საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტს’’.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური