GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტი სწავლას სიანს პო რენის უნივერსიტეტში გააგრძელებს

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს საფრანგეთთან მრავალწლიანი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა აკავშირებს.

სტუდენტების მიერ ფრანგული ენის გაძლიერებული სწავლება; ფრანკოფონი სტუდენტების რაოდენობის გაზრდა; ინოვაციური სწავლების მეთოდების პრაქტიკაში დანერგვა; საერთაშორისო და ლოკალური ინტეგრირება; აკადემიური და პროფესიული უნარების გაძლიერება – ეს ის საკითხებია, რომლებზეც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან ერთად მუშაობს.

ამ თანამშრომლობის ფარგლებში შეირჩა და Sciences Po Rennes-ის უნივერსიტეტში (სიანს პო რენში) ერთსემესტრიანი სასწავლო სტიპენდია მოიპოვა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის წარჩინებულმა სტუდენტმა მარიამ ზარქუამ.

სტიპენდიატმა აღნიშნულ სასწავლებელში წარადგინა პროექტი „ლტოლვილთა პრობლემები საქართველოსა და საფრანგეთში“, რომელმაც საკონკურსო კომისიის მოწონება დაიმსახურა. მარიამ ზარქუა ინტენსიურად სწავლობს ფრანგულ ენას უნივერსიტეტში, აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება, მან ასევე წარმატებით გაიარა გასაუბრება საფრანგეთის საელჩოში.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ულოცავს და წარმატებულ სწავლას უსურვებს მარიამ ზარქუას საფრანგეთში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური