GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამის სტუდენტები კვლევით პროექტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის გაფორმებული მემორნდუმის ფარგლებში უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის 6 სტუდენტი ტურისტური კომპანიების კვლევაში მონაწილეობდა.

კვლევის შედეგები ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 8 მაისს სასტუმრო ბილტმორში წარმოადგინა, ყველა მონაწილე სტუდენტს ხელმძღვანელმა – გიორგი ჩოგოვაძემ სერტიფიკატები გადასცა. კვლევაში მონაწილეობით სტუდენტებმა მიიღეს კვლევის ჩატარების გამოცდილება და გაიღრმავეს ცოდნა ტურისტული სექტორის რეალური მდგომარეობის შესახებ.

კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე მიწვეულები იყვნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანის მოადგილე ქეთევან მაისურაძე, პროფესორი მაკა ფირანაშვილი და ამავე სკოლის სტუდენტები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური