GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტები ბელგიასა და ლუქსემბურგში იმყოფებოდნენ

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტები ტრადიციულად, ყოველ წელს, სასწავლო – შემეცნებითი ტურის ფარგლებში, უნივერსიტეტის დაფინანსებით მიემგზავრებიან ევროპაში.

2019 წლის 27 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის ქართულ-გერმანული სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ბელგიასა და ლუქსემბურგში იმყოფებოდნენ.

სასწავლო-პრაქტიკულ კურსს ხელმძღვანელობდა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი ლამარა ქადაგიძე.

სტუდენტები ეწვივნენ ევროპის ისტორიის სახლს, ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოს; დაათვალიერეს პარლამენტარიუმი და სხდომათა დარბაზის შენობა, გაეცნენ პარლამენტისა და ევროპული საბჭოს საქმიანობას, მუშაობის რეგლამენტს, შეხვდნენ აღნიშნული სტრუქტურების ოფიციალურ წარმომადგენლებს, დაათვალიერეს ბრიუსელის, ბრუგესა და ლუქსემბურგის ღირსშესანიშნაობები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური