GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრაზე დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევები განიხილა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის მხარდაჭერით 8-9 თებერვალს სასტუმრო ბორჯომი ლიკანში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების კვლევისა და ქმედითი მექანიზმების შემუშავება.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი მარიამ თავართქილაძე და საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, სამართლის სკოლის პროფესორი ანა ფირცხალაშვილი.

მარიამ თავართქილაძემ მონაწილეებს წარუდგინა პროექტის – „დასაქმების სახელმწიფო მექანიზმი: გამოწვევების კვლევა“, მოკლე მიმოხილვა. მონაწილეებმა იმსჯელეს დასაქმების ქმედითი მექანიზმის ძირითადი კომპონენტების შესახებ, ასევე, განიხილეს ამ სფეროში დღემდე არსებული პრობლემები და გამოწვევები. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: სოფიო კილაძე – საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამილა ბარკალაია – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ფელიქს ჰეტი – საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის დირექტორი.

სამუშაო შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური